სამოქალაქო მოძრაობა „ხმამ“- ჯვარში ოფისი გახსნა. პრეზენტაციას ამერიკელი ექსპერტი და საქართველოს მეგობარი ქრისტინა პუშოუ ესწრებოდა ”ახალი ლიდერების ინიციატივის” წევრებთან ერთად. მოძრაობის ძირითადი მიზანია მოსახლეობაში დაგროვილი პრობლემების შესწავლა და საზოგადოებაში გაჟღერება. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარების გეგმაზე იმუშავებენ. ოფისში მოხდება ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხების განხილვა და გენერირება.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნი „ძალის გამოღვიძება“ გადასცეს. ჯვარის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი ლიდერების ინიციატივამ “ფილიალი ზუგდიდში გახსნა. ორგანიზაციის დახმარებით ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობა , გამოავლინონ და განამტკიცონ საკუთარი ლიდერული უნარჩვევები, დაესწრნონ საჯარო ლექციებს და ჩაერთნონ პოლიტიკურ ეკონომიკურ თუ სოციალურ პროექტებში.
“მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ამ ორგანიზაციას, არის ის, რომ გვინდა ქართულ პოლიტიკაში იყოს არა მხოლოდ ახალი სახეები, არამედ ახალი ლიდერები. ისინი იმუშავებენ 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: განათლება, ქველმოქმედება, სამოქალაქო აქტივიზმი და გამოძიება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ ლიდერებს ექნებათ მთელი არსით შეგნებული თავიანთი ღვაწლი და მისია ქვეყნის განვითარების პროცესში. ასევე ვაპირებ ჩემი გამოცდილების გამოყენებას, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში მივიღე. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო დააახლოვებს ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან, განსაკუთრებით პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით,”-ამბობს “ახალი ლიდერების ინიციატივის” დამფუძნებელი ქრისტინა პუშოუ.
“ახალი ლიდერების ინიციატივა ” 2019 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა და რეგიონებში საკუთარ ფილიალებს აფუძნებს