იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა, ასევე სტაბილურია 12 წლის ბავშვის მდგომარეობა – მარინა ეზუგბაია

0
431

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა.

„5 პაციენტთან დადასტურებულია პნევმონია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მდგომარეობით, მაგრამ დღეს შევიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ამ პაციენტთან მდგომარეობა და ახლა მისი პნევმონია შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი ოთხი მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და ასევე რჩება ჯერჯერობით, პროგრესირება დილის მონაცემებით არ შეინიშნება.

დღეს დილის მონაცემებით სააავადმყოფოში წევს 45 პაციენტი, საიდანაც 21 არის ინფიცირებული. გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტირებით მივიღეთ 11 პაციენტზე უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტები გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში. ახლა 17 პაციენტზეა აღებული ტესტი და ჩვენთვის ჯერჯერობით პასუხები ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ალბათ ნეგატიური უნდა იყოს ყველა“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

„მინიმალური ჩივილებით არის ეს ბავშვი და ზოგადი მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იმედია, ასე გაგრძელდება“ – აღნიშნა ეზუგბაიამ.

წინა სტატიამარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექცია კვლავ უფიქსირდება და კლინიკაში რჩება
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქე კორონავირუსისგან განიკურნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური