ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი გამოცხადდა. ამის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა ორი ადვოკატი, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე, ერთი დაესწრო პროცესს, მეორემ მოითხოვა სხდომის გადადება, ორივე ჩამოვიდა თბილისიდან და მათი განმარტებით იმყოფებიან თვითიზოლაციაში. შესაბამისმა სამსახურებმა იქნებ გაგვარკვიოს რატომ არ აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და რატომ გვტოვებენ დამოკიდებულს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის დეფიციტიც აშკარააა,ასეთი საქციელით კი სასამართლოში დასაქმებულ ათეულობით მოსამსახურეს პროკურორებს, ადვოკატებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, მხარეებს, მომხმარებლებს შესაძლოა შეუქმნეს საფრთხე, ვიღებთ ზომებს შენობის სადეზინფექციოდ, შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას, ჯანდაცვის სამასახურს, მაგრამ ეს საკმარისია? “-წერს აკობია.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა.