ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დეზინფექციის სამუშაოები მიმდინარეობს [Video]

0
636

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დეზინფექციის სამუშაოები ტარდება. სასამართლოში ამ დროისთვის არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება. დეზინფექციის სასწრაფოდ ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასამართლოში დღეს თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიამ დაწერა.

ნატრული აკობია სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი თბილისიდან ჩამოვიდნენ,  ერთი მათგანი სხდომას დაესწრო, მეორემ კი გადადება მოითხოვა. მოსამართლის თქმით, ადვოკატებმა განმარტეს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.  ამის შესახებ საპატრულო პოლიციასა და ჯანდაცვის სამსახურს შეატყობინეს. ნატრული აკობია შესაბამის სამსახურებს მიმართავს და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა.ჯანდაცვის სამინისტრო საფრთხეებზე საუბრობს და კორონავირუსით დაავადებულთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს

წინა სტატია„ომი და ქალი“- შეხვედრა დევნილ ქალებთან [Video]
შემდეგი სტატიამეგრული ლარჭემის ციური ხმები და ,,ოღურინაიაში” გამომწყვდეული ქვესკნელის ღმუილა ღმერთი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური