მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო მონაცემებით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია სამეგრელოს ოთხივე მუნიციპალიტეტში

ბოლო მონაცემებით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია სამეგრელოს ოთხივე მუნიციპალიტეტში [Video]

Published on

წალენჯიხაში, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი ყავთ, ეკონომიურად უჭირთ. ისინი დროებით თბილისში ცხოვრობენ . ცეცხლი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

უკვე მეორე დღეა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერის ტყის მასივში არსებული ხანძრის კერების ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურისა და სატყეოს თანამშრომლები მუშაობენ. ადგილობრივების განცხადებით, დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია სამეგრელოს ოთხივე მუნიციპალიტეტში. მაშველებმა და ადგილობრივებმა ზუგდიდში, წალენჯიხაში, მარტვილსა და ჩხოროწყუში ხანძრის ყველა კერის ჩაქრობა მოახერხეს. სამეგრელოში დამწვარია წიწვოვანი ტყეები, სახნავ-სათესი სავარგულები, თხილნარი და დამხმარე ნაგებობა. ცეცხლის კერების გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...