მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ძლიერი ხანძარი იყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ძლიერი ხანძარი იყო [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი ათეულობით ჰექტარზე ეკალ-ბარდებს ქარის გამო მოედო, ცეცხლი გადაედო ქარსაცავ ზოლს, ასევე თხილნარსაც, წიწვოვან ხეებსა  და ჩაის პლანტაციებს. ამ დროისთვის ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია, უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი, სადაც გზის სავალ ნაწილთან წიწვოვან ხეებს ცეცხლი ეკიდა. მოსახლეობა სამაშველო ჯგუფებთან ერთად ებროდა  სტიქიას.

ამ დროისათვის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირებული ხანძრის კერების უმრავლესობა ლოკალიზებულია, რამდენიმე კერაზე კვლავ რჩებიან მეხანძრე მაშველები.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...