მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანდემიის საფრთხე რეალურია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

პანდემიის საფრთხე რეალურია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

Published on

ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე დაინფიცირებული ქვეყნების ზრდასთან ერთად, სულ უფრო რეალური ხდება. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა

„ახლა, როდესაც ახალი კორონავირუსი ასეთი რაოდენობის ქვეყნებშია გავრცელებული, პანდემიის საფრთხე გაცილებით რეალური ხდება. თუმცა, ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომლის კონტროლირებაც შეიძლება“ , – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მანამდე, ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კრონავირუსით 104 ქვეყნაში 109 343 ადამიანია დაინფიცირებული.

მისივე თქმით, თითქმის 110,000 შემთხვევიდან 93% ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება.

„ჩვენ გვამხნევებს ის, რომ იტალია აგრესიულ ზომებს მიმართავს ეპიდემიის შესაკავებლად და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ზომების ეფექტურობა დადასტურდება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 110,034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62,271 პაციენტი. ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...