მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი „ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიის შეძენას და იქ სავაჭრო ცენტრის...

ბიძინა ივანიშვილი „ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიის შეძენას და იქ სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებს“ – ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია ბიზნესცენტრთან

Published on

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი თავისი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ხელით აპირებს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიის შეძენას და იქ სავაჭრო ცენტრის აშენებას“, – განაცხადა ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა დღეს მათ მიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე.

აქციის მონაწილეები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორმა  ბიძინა ივანიშვილისგან გარანტია მიიღო, რომ არ დააკავებდნენ და სანაცვლოდ „ბავშვთა სამყაროს” ტერიტორია უნდა გაყიდოს, მყიდველი თავად ბიძინა ივანიშვილია.

ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით,დაზარალებულებმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში ოთხი სხვადასხვა სარჩელი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს შეიტანეს, თუმცა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...