მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა ზუგდიდში შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში ჩაატარა

პრეზიდენტმა ზუგდიდში შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში ჩაატარა [Video]

Published on

სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები აქციით დახვდნენ.  აქტივისტებმა ზურაბიშვილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სტვენით და შეძახილებით შეაცილეს. „მონა“- იძახდნენ აქციის მონაწილეები და ცდილობდნენ პრასი, ლობიო, კარტოფილი და ხახვი გადაეცათ მისთვის, თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ ასევე ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “ბიძინას მონა”, “ია კერზაია შენ მოკალი, შენ ხარ მკვლელი”, „ომი საქართველოს არ დაუწყია“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევეციულ ღონისძებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე შიწყალებდა თუ არა პოლიტპატიმრებს, უპასუხა,  რომ არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუზველზე, ოპოზიციის ინფორმაციით, გათავისუფლდება გიგი უგულავა, ასევე შეთანხმებაში საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანზე.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...