მთავარისიახლეებიპოლიტიკამოძრაობა "შეცვალეს" წევრები გუბერნიასთან მივიდნენ და კარტოფილი და ხახვი მიიტანეს

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები გუბერნიასთან მივიდნენ და კარტოფილი და ხახვი მიიტანეს [Video]

Published on

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან იმყოფებიან. ისინი აპროტესტებენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს სამეგრელოში. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ხახვი, პრასი, ლობიო და კარტოფილი მიიტანეს შენობასთან. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: “ბიძინას მონა”, “ია კერზაია შენ მოკალი, შენ ხარ მკვლელი”

ადმინიისტრაციის შენობაში, სადაც წუთი-წუთზე ელოდებიან პრეზიდენტს, მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც ქონდა ადგილი, სამართალდამცავებმა “შეცვალეს” წევრებს შესასლელთან დგომის უფლება არ მისცეს.

“თუ ასეთი მაგარი პრეზიდეტია და თუ ბიძინას მონა არაა, წამოვიდეს ენგურის ხიდზე და იქ თქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია”- აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი სტვენით დახვდნენ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის შესახვედრად მისულ მერს გეგა შენგელიას.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...