მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა ფემიციდს. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წრწერებით: „პოლიცია დასაჯე მოძალადე“, „ნუ მათვალიერებ“, „რატომ მკლავ“, „ნუ გაჩუმდები“. ასევე აქციას პერფორმანსის სახე მისცეს და სიმბოლურად კაბები გამოფინეს ფემიციდისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებითა და წარწერებით. აქციის მონაწილეების თქმით, ქალებს კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან, ამიტომაც ქალთა საკითხები დღის წესრიგში უნდა იდგეს ყოველდღე და მარტო დღესასწაულებზე არ უნდა გვახსენდებოდეს.

„დღევანდელი აქცია ეს არის გამოხმაურება იმ აქციაზე, რომელიც ქალთა მოძრაობის მიერ დაიგეგმა, რომელიც ეძღვნება – ფემიციდს. ეს არის ქალების კვლა, რომელიც მასიურად, რაღაც კატასტროფულ ნიშნულამდე მივიდა საქართველოში. 8 მარტია და 8 მოკლული ქალი გვყავს და ეს ნამდვილად საგანგაშო ციფრია ისეთ პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა… ქალებს კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ქალები. ჩვენ დღეს გამოვედით, რომ ვუთხრათ არა ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ შევახსენოთ სახელმწიფოს, კიდევ ერთხელ ვუთხრათ საქოგადოებას, რომ ქალების საკითხი დღის წესრიგში უნდა იყოს ყოველდღე. მარტო დღესასწაულებზე ნუ გვახსენდება, რომ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ქალები…“ – აცხადებს ციცინო შენგელია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, ყოველი 7დან 1 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....