მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოს სხდომა ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვა

საკრებულოს სხდომა ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად დატოვა [Video]

Published on

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ანი წითლიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობა გააპროტესტა. მისი თქმით, აუდიტის დასკვნაზე საუბარი არა მე-17 საკითხად, არამედ თავში უნდა ყოფილიყო და ზოგადად, ამ თემაზე დეპუტატის თქმით, სხდომა მეორე დღესვე უნდა გამართულიყო. გარდა ამისა, ანი წითლიძემ გააპროტესტა შპს აგროსერვისის ფინანსური ხელშეწყობისთვის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარის გამოყოფა. ეს კომპანია აუდიტის დასკვნაშიც ფიგურირებს, როგორც დუბლირებული კომპანია, რომელიც ფაქტიურად არ ასრულებს არანაირ სამუშაოებს და როგორც დეპუტატი აცხადებს, ხარჯების 90% ხელფასებზე გაიცემა. ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოყვა, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ წითლიძეს უთხრა, რომ პრეტენზია არასწორია და კითხვა დაუსვა, იცის თუ არა სად არის “ზუგდიდსერვისის” ოფისი და რას საქმიანობენ. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ კი დეპუტატს უპასუხა და განაცხადა, რომ ეს თანხა იმისტვისაა გამოყოფილი, რომ კიდევ ერთი შანსი მისცენ “ზუგდიდსერვისს” წარმოადგინოს პროექტები, თუ რის გაკეთებას აპირებს.

საკრებულოს განმარტებით ბარათში წერია, რომ შპს “აგროსერვისს” თანხა ფინანსური ხელშეწყობისთვის გამოეყოფა, რათა სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ სტრუქტურას შემოსავლების მობილიზაციის უზრუნველსაყოფად სრულყოფილი ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცეს. აღნიშნულ ეტაპზე ძირითადად სანერგე მეურნეობის მოწყობაა გათვალისწინებული.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...