მთავარისიახლეებისამხედრო თემასამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

Published on

უჩა ძოძუაშვილმა “დელტას” გენერალური დირექტორის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. – ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უჩა ძოძუაშვილის შემცვლელის ვინაობა მომავალი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

2 მარტს რადიო თავისუფლებამ „დელტას“ ოფიციალური ელ.ფოსტიდან მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება.

რამდენიმე საათში რედაქციას თავდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და სთხოვეს მასალის აღება, რადგან, მათი განმარტებით, ინფორმაცია მათთან შეუთანხმებლად გავრცელდა. მიუხედავად ამისა, რადიო თავისუფლებამ უარი თქვა, გამოქვეყნებული ინფორმაციის ვებგვერდიდან აღებაზე.

რაც შეეხება „დელტას“ საქმიანობას, მის შესახებ მოგითხრობდათ „თავისუფლების მონიტორი“ 2019 წლის მარტის ჟურნალისტურ გამოძიებაში „ცაში გასროლილი მილიონები“ – როგორ დაიხარჯა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი ლარი. გენერალური ინსპექციის საიდუმლო დასკვნა, რომელიც „თავისუფლების მონიტორმა” მოიპოვა, „დელტას” დირექტორს უკანონო ქმედებებში ამხელდა.

2016 წელს უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. მიზეზად კახეთში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგი სისტემის გაუმართაობა დასახელდა. ამ ბრლადებას ძოძუაშვილი აბსურდულს უწოდებდა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი 1 წლის თავზე აღადგინეს. მას შემდეგ რაც თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული კლევის საფუძველზე ბრალდება არ დაუმტკიცდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...