ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 ადამიანი იმყოფებოდა და მათ დეტალურად გამოიკვლევენ

0
450

ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 პირი იმყოფებოდა. მათი მოძიება დასრულებულია და ისინი დეტალურად იქნებიან გამოკვლეული.

„რაც შეეხება ფრენებს, ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით არ იძლევა რეკომენდაციებს ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი და ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, ჩვენი აქტიური მუშაობით გამოვლინდა.

ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი, ყველა იმ პირს, რომლებიც მუშაობენ საზღვარზე, ესენი არიან მესაზღვრეები თუ ჩვენი პერსონალი, რომელიც ადგილზე გვყავს მივლენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს.

ეს პაციენტი რეკომენდაციით იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გახდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება საჭირო. ეს ადამიანი არ იყო სამსახურში და შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია“ – განაცხადა ტიკარაძემ.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: გიორგი სააკაძე გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში, ეს დამთავრდა
შემდეგი სტატიათურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ევროკავშირისთვის მტკიცედ მიუღებელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური