მთავარისიახლეებისაზოგადოებაბარძემიშვილების მრავალშვილიანი ოჯახის ყოფა მწირი სოციალური დახმარების ხარჯზე

ბარძემიშვილების მრავალშვილიანი ოჯახის ყოფა მწირი სოციალური დახმარების ხარჯზე [Video]

Published on

ბარძემიშვილების ოჯახი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც  სოციალური დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. მრავალშვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი 2 წლამდე ასაკისაა. დედა ამბობს, რომ რამდენიმე თვეში ბავშვს იმ 150 ლარიან დახმარებასაც მოუხსნიან რომელსაც სახელმწიფოსგან იღებს. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახში არარის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ლოგინი და სარეცხი მანქანა კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ოჯახის მცირე შემოსავალი ბავშვების საკვებისთვის არ ჰყოფნით.  როგორც ლორიტა ქობალია ამბობს, მერიას დახმარებისთვის მიმართეს. ოჯახი უფასო სასადილოთი სარგებლობას ითხოვს, თუმცა დღემდე ლოდინის რეჟიმში არიან. მერიაში განმარტავენ, რომ ოჯახი ამ ეტაპზე უფასო სასადილოს პროგრამით ვერ ისარგებლებს, რადგან კვოტა შევსებულია. სანამ ბარძემიშვილების ოჯახი უფასო სასადილოთი სარგებლობას შეძლებს, დღეების გადატანა ზოგჯერ ცარიელ პურზე უწევთ. დევნილთა სამმართველოს მიერ გაცემული სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახისთვის მწირია.  იუნისეფის საგანგაშო კველევის თანახმად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს დაახლოებით 50 ათასი ბავშვი, ხოლო ზოგად სიღარიბეში დაახლოებით 202 ათასი ბავშვი.ბავშვთა სიღარიბეზე საუბარია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშიც. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საქართველოში 150 186 არასრულწლოვანია საარსებო შემწეობის მიმღები. კვლევის თანახმად 50 ათასზე მეტი ბავშვი, ფაქტობრივად, შიმშილობს და მოკლებულია ჯანდაცვის, განათლებისა და მომავლის შექმნის პერსპექტივას.


სიახლეები

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...

არასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი – მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან,...

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ...