მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლეს

ზუგდიდის იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლეს [Video]

Published on

ზუგდიდის იუსტიციის სახლიდან 4 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ირკვევა, გათავისუფლების მიზეზი გასაუბრების ოქმის მიხედვით, არადამაკმაყოფილებელი პასუხებია. ერთ-ერთი გათავისუფლებული პირი თამილა ბერაია, რომლის მეუღლეც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია, აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით დევნაა, რადგან ტესტირებაც წარმატებით გაიარა და გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ უკეთეს შედეგსაც ელოდა, რომ არა მისი ოჯახური მდგომარეობა. 3 შვილის დედას, რომელსაც ერთ-ერთი შვილი ცერემბრალური დამბლის დიაგნოზით ყავს ავად, ხშირად გამოუხატავს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ასეთი კატეგორიის ბავშვებისთვის ზუგდიდში დღის ცენტრი არ არსებობდა. ახლა მისი შვილი სანდრა რულოვსის ინიციატივით, ფონდი სოკოს მიერ დაარსებულ დღის ცენტრში დადის, ფიქრობს, რომ თუ მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი ესაა, მაშინ საქმე ძალიან რთულადაა. საქმეს “საერთაშორის გამჭვირვალობა- საქართველო” სწავლობს, იურისტი ვიქტორ კვიტატიანი აცხადებს, რომ საქმეს დეტალურად შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ სამართლებრივი შეფასების გაკეთებას.სულ საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში 60 ადამიანი გაათავისუფლა.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...