მთავარისიახლეებისაზოგადოებახელაიას ქუჩაზე, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ხელაიას ქუჩაზე, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ [Video]

Published on

აფხაზეთიდან დევნილი 65 ოჯახი კომპაქტურ დასახლებაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. კომბინატის დასახლებაში, ხელაიას 3 ნომერში კანალიზაციის პრობლემა წლებია მოუგვარებელია,  აქ ზამთარ-ზაფხულ სშინელი სუნი დგას და როგორც დევნილები ამბობენ, არა აქვთ სასმელი წყალი, მომრავლებულია ვირთხები და ქვეწარმავლები.დევნილები ამბობენ, რომ დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს როგორც დევნილთა სამინისტროს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა მათი თქმით, ისინი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ.დევნილთა ამ კორპუსს,  სადაც მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აქვს, სადაც წერია, რომ შენობა ნგრევადია და საცხოვრებლად უვარგისი, თუმცა დევნილები შიშობენ, რომ მათი განსახლება არც ამ ეტაპზე მოხდება. დევნილთა სამმართველოში ოდიშინიუსს უთხრეს, რომ სოციალური ქულების საბოლოო პასუხები ჯერ ცნობილი არ არის და შეაბამისად არც იმის პასუხი აქვთ, მოუწევთ თუ არა საბოლოოდ დევნილებს ნესტიანი, გაბზარული და ნგრევადი შენობის დატოვება.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...