მთავარისიახლეებიმსოფლიოაიათოლა ალი ჰამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

აიათოლა ალი ჰამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

Published on

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს ირანული სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით.

ეს გახლავთ აღნიშნული დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ირანის მაღალჩინოსან სასულიერო პირებს შორის, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა. მოჰამედ მირმოჰამადი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა აღნიშნული ვირუსისგან თეირანის საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსის 978 დადასტურებული შემთხვევაა, რომლის შედეგადაც 54 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია BBC-ის მიერ, რომელიც აცხადებდა, რომ ირანი მალავს რეალურ ციფრებს და გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო მეტია. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ დაღუპულთა რიცხვი 210-ს აჭარბებდა.

ბრიტანეთის საელჩომ კორონავირუსის გამო უკვე დაიწყო თავისი თანამშრომლების ნაწილის ევაკუირება ირანიდან .

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...