მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე მუშა კანალიზაციის თხრილში ჩავარდა და დაშავდა

ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე მუშა კანალიზაციის თხრილში ჩავარდა და დაშავდა

Published on

ზუგდიდში დღეს კანალიზაციის სამუშაოების შესრულებისას მუშა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი არხში ჩამოშლილი მიწის ნაწილმა მოიყოლა.”ოდიშინიუსის” წყაროს ინფორმაციით, მუშა მსუბუქად დაშავდა და ის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტრავმირებული მუშის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ ეს სხვადასხვა სამუშაოებზე მუშის დაშავების პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის დეკემბერში გამსახურდიას ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას მუშას ტრაქტორი დაეჯახა, ხოლო გასული წლის აგვისტოში, ჩიქობავას ქუჩაზე, წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულების დროს მიწინ ნაშალმა ორი მუშა მოიყოლა.

სიახლეები

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ მის მიმართ გადაწყვეტილებები...

ზურაბ ჯაფარიძე – პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის

პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ პროცესი დაძრული იყო,...