ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა მკურნალობას სტაციონარში, ექიმების დაკვირვების ქვეშ განაგრძობს.
ახალგაზრდას, რომელიც 28 თებერვალს შეიყვანეს ჰოსპიტალში, გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით აქვს ჭრილობა მიყენებული.