მთავარისიახლეებისამი ადამიანი დაიღუპა სოფელ დარჩელში მომხდარი ავარიის შედეგად

სამი ადამიანი დაიღუპა სოფელ დარჩელში მომხდარი ავარიის შედეგად [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით ორი საათისთვის მოხდა. ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარს. ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდებს შორის არის ცოლ-ქმარიც. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ორი მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა, მეორესი კი შედარებით სტაბილური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...