მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს დილით აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა 15 პირი მიიღო

დღეს დილით აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა 15 პირი მიიღო

Published on

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ. თითო პაციენტი თითო პალატაშია მოთავსებული. მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ, საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადააგზავნიან.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ამბობენ, რომ კარანტინში კიდევ რამდენიმე პირს მიიღებენ.

კლინიკაში შეიტანეს სპეციალური ეკიპირება, რომლის მოხმარების წესებზეც მედპერსონალს ტრენინგი უტარდება.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საკარანტინო სივრცედ გუშინ, 26 თებერვალს მოამზადეს.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...