მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხაში სასაფლაოების გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

წალენჯიხაში სასაფლაოების გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე დააკავეს 1999 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პ.ს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ადგილობრივ სასაფლაოზე მდებარე ერთ-ერთი საფლავის მესრის დეტალებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავიდან მოპარული ლითონის დეტალები. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...