მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია - ტიკარაძე

საქართველოში ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია – ტიკარაძე

Published on

„ ამ ეტაპისთვის ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. მე მყავს პირად კონტროლზე აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ვმუშაობთ ერთობლივად. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო. გვაქვს ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრზეც და იმ მგზავრებზეც, ვინც იმყოფებიან ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ. საფრთხის რისკი რა თქმა უნდა, მომატებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დამატებითი რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. თუ საჭირო გახდება დამატებით გამკაცრდეს სასაზღვრო ზონის დაცვა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე სრულიად ავკრძალოთ შემოსვლა საქართველოში, ვინაიდან გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი. შემოსულ მოქალაქეებს კი ვისაც დახმარება სჭირდება, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან გვყავდეს კარანტინში“ – განაცხადა ტიკარაძემ.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...