მთავარისიახლეებიპოლიტიკასაბჭოთა პასპორტი საჩუქრად გია ვოლსკის მოძრაობა ,,შეცვალესაგან''

საბჭოთა პასპორტი საჩუქრად გია ვოლსკის მოძრაობა ,,შეცვალესაგან”

Published on

მოძრაობა შეცვალეს წევრებმა პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართეს. აქტივისტებმა გია ვოლსკის ვიცე-სპიკერობა გააპროტესტეს და მას საჩუქრად საბჭოთა პასპორტი მიუტანეს. 

“ეს ადამიანი დღეს რატომღაც აპროტესტებს და უკვირს პარლამენტში დადგმული პერფორმანსი, რომელიც ერთ-ერთმა აქტივისტმა დადგა და ჩართო საბჭოთა ჰიმნი. ის ხმას არ იღებს და გაკრულ კომენტარს აკეთებს რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს ჰყავს რუსული ოცნება და არა ქართული ოცნება,” – თქვა მოძრაობა შეცვალეს ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა. 

18 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ევროპული საქართველოს დეპუტატები, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი, შევიდნენ და სსრკ-ს  ჰიმნი ჩართეს

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...