მთავარისიახლეებინატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

Published on

25 თებერვალს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ატილა მესტერჰაზიმ განაცხადა, რომ ნატო აღიარებს საქართველოს სურვილს გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ნატო შეიქმნა დემოკრატიულ ღირებულებებზე, როგორიცაა ინდივიდუალური თავისუფლება და კანონის უზენაესობა, რისი დაცვაც არის ნატოში გაწევრიანების წინაპირობა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები არის შესაძლებლობა დაამტკიცოს საქართველოს ხელისუფლებამ ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ.

ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემის ჩაგდება არის უკუსვლა დემოკრატიის მხრივ და გიგი უგულავას დაპატიმრება ზრდის შეშფოთებას.

მან აგრეთვე მოუწოდა ხელისუფლებას შექმნას პირობები დიალოგის განახლებისთვის, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან “გაკეთებულ იქნება მაქსიმუმი, რათა ასამბლეამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში.

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...