მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პოლიტიკაში და შიდა საქმეებში მოვლენების იმგვარ განვითარებას ვხედავთ, რომელმაც მოკავშირეებსა...

საქართველოს პოლიტიკაში და შიდა საქმეებში მოვლენების იმგვარ განვითარებას ვხედავთ, რომელმაც მოკავშირეებსა და მეგობრებში კითხვები გააჩინა – მარკო მიკელსონი

Published on

“ესტონეთი და საქართველო უახლოესი მეგობრები არიან და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენ მიერ არჩეულ გზაზე წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენი ქვეყნის პოლიტიკაში, შიდა საქმეებში მოვლენების იმგვარ განვითარებას ვხედავთ, რომელმაც მოკავშირეებსა და მეგობრებს, ამერიკელ კონგრესმენებსა და ევროპარლამენტარებს შორის კითხვები გააჩინა, ბოლო ხანებში ევროსაბჭოშიც იყო დისკუსია. წარმატებული ინტეგრაცია, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მიდის შიდა საქმეები, რამდენად ძლიერია დემოკრატიული ინსტიტუტები, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიული, პლურალისტური დებატები ქვეყანაში, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

ჩემთვის რთულია, დავინახო, თუ რა იქნება საქართველოსთვის უკეთესი. ესტონეთში ადრიანი 1990-იანი წლებიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, არასდროს გვქონია დებატები იმის შესახებ, უნდა შევცვალოთ თუ არა ეს სისტემა, რადგან ის საზოგადოების განწყობას ირეკლავს, სულ საპარლამენტო კოალიციები ყალიბდებოდა. ქვეყნები თავად წყვეტენ, რა იქნება მათთვის საუკეთესო, არის განსხვავებები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ გადაწყვეტილებები მიიღება, შემდეგ კი ისინი იცვლება იმისთვის, რომ რომელიმე პარტიის ინტერესების მიღწევა გაადვილდეს, ალბათ, ეს საუკეთესო პრაქტიკა არ არის, რომლის არჩევაც შეგიძლიათ“ – აღნიშნა მიკელსონმა

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...