მთავარისიახლეებისაზოგადოებასააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბაჩანა შენგელია სტრასბურგში აგზავნის

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბაჩანა შენგელია სტრასბურგში აგზავნის

Published on

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბაჩანა შენგელია სტრასბურგში აგზავნის. ია კერზაიას შვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართულმა სასამართლომ იურიდიული ინტერესის არ არსებობის გამო საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. ზუგდიდის მეორე სკოლის დირექტორი ია კერზაიას გარდაცვალებაში მისი შვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“8-თვიანი ლოდინის შემდეგ, რაც 3 მოსამართლეს გადაეწერა ეს საქმე, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება ია კერზაიას საქმეზე და საერთოდ განსახილველად არ დაუშვა საქმე, რომლითაც ვითხოვდით აუდიტის დასკვნის და ასევე,  მინისტრის ბრძანების გაუქმებას, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა და სასამართლომ თქვა ასეთი რამე, რომ იურიდიული ინტერესი არ არსებობს ამ საქმის განხილვისო. ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც სტრასბურგში გავაგზავნით და ეს არის კიდევ ერთი გამოსახულება და მესიჯი იმისა, რომ სასამართლო სისტემა ამ ქვეყანაში არ გვაქვს,” – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

თავდაპირველი სარჩელი “შენგელია საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში გასული წლის ნოემბრის თვეში დარეგისტრირდა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, იმავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...