ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

0
571

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი პროტესტს აგრძელებს. ისინი ინვესტორს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არაერთი თანხმობის მიუხედავად, ხელმძღვანელობამ სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა.

დასაქმებულები, ასევე, აპროტესტებენ იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მეშახტეები საკუთარ საქმიანობას, ძიძიგურის ნაცვლად, მინდელის სახელობის შახტში გააგრძელებენ. ეს კი წინაპირობა იქნება იმის, რომ ასობით ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩეს, რადგან მეშახტეები შიშობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინვესტორი ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს და ამ მიზეზით ობიექტის მუშაობას გააჩერებს.

ასევე, მეშახტეების განმარტებით, მათი მინდელის შახტში გადასვლა დამატებით საფრთხეებს შეუქმნის დასაქმებულებს, რადგან აღნიშნულ შახტში ტექნიკურმა გაუმართაობამ არაერთი ტრაგედია გამოიწვია.

მეშახტეები მოითხოვენ, რომ მუშაობა კვლავ ძიძიგურის სახელობის შახტში გააგრძელონ.

წინა სტატიაგადაცემა “თეზისი” გადაცემის სტუმარია ჯგუფი ,,დეგონის” სოლისტი დემო ჩხაპელია [Video]
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური