მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოპოზიციის ერთიანობამ შედეგი გამოიღო. მას შეუძლია მწვავედ დაამარცხოს ე.წ. ქართული ოცნება''...

,,ოპოზიციის ერთიანობამ შედეგი გამოიღო. მას შეუძლია მწვავედ დაამარცხოს ე.წ. ქართული ოცნება” – გრიგოლ ვაშაძე IPSOS-ის კვლევას აფასებს.

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე IPSOS-ის კვლევას აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობამ შედეგი გამოიღო.


“ოპოზიციის ერთიანობამ შედეგი გამოიღო. ის რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია მწვავედ დაამარცხოს ე.წ. ქართული ოცნება ფაქტია. “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ არსებობს. ამ ადამიანებს არ აკავშირებთ არც ღირებულებები, არც იდეოლოგია, არც მეგობრობა. აკავშირებთ მარტო ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება და ფული. “ქართული ოცნება” უდრის ივანიშვილს და რა არის იმაში გასაკვირი რომ მისი რეიტინგი სულ უფრო და უფრო უკან იწევს. ვამბობდი და ვიმეორებ – ჩვენი მოკავშირეებისგან გაზაფხულზე უმწვავესი წერილები წამოვა. ასევე დარწმუნებული ვარ რომ ეს რეიტინგები მხოლოდ დასაწყისია” – – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს: კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს? – ხმები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” -34%; ნაცმოძრაობა – 29% , ევროპული საქართველო 10%, ლეიბორისტიული პარტია- 6%;

ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსი – 5 % ; ლელო 3%; გირჩი -3% ; ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა – 3%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – 2%; რესპუბლიკური პარტია 1% ; კონსერვატორები 1% ; თავისუფალი საქართველო 1%.
.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...