მთავარისიახლეებიეკონომიკა,,მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება'' - ფინანსთა მინისტრი უარყოფს...

,,მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება” – ფინანსთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარამდე აიწევს

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარამდე გაიზრდება. ფინანსთა მინისტრი ივანემაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებულ ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.

„ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება, დაბეგვრის კუთხით გავთანაბრებულიყავით ევროკავშირის განაკვეთებს. ამის პირველი დედლაიანი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ არც სოციალური მდგომარეობა უწყობს ხელს და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც განაკვეთებს არ ზრდიან ისეთივე ტემპით, როგორც ჩვენ, ამის გამო მოლაპარაკებები გვქონდა და 2026 წლამდე გადაიწია ვადამ. დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ.

ევროკავშირის განაკვეთი საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება. ჩვენ ბიზნესსექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. მათ გავაცანით ორი წლის გეგმა, სადაც აღვუთქვით, რომ აქციზის ზრდა არ მოხდება. 2022 წლის ბოლოსაც გავაცნობთ კიდევ ორწლიან გეგმას. რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ევროკავშირის მოთხოვნებთან, მგონია, რომ გვაქვს სივრცე, ამ ვადამ კიდევ გადაიწიოს,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...