მთავარისიახლეებიპოლიტიკაინგა გრიგოლია: "საქართველოს ჰყავს მშიშარა ფინანსთა მინისტრი. ჰოი, აორთქლდა, არ არის''

ინგა გრიგოლია: “საქართველოს ჰყავს მშიშარა ფინანსთა მინისტრი. ჰოი, აორთქლდა, არ არის”

Published on

მიხედავად იმისა, რომ   ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს პარლამენტში მისვლას რეგლამენტი ავალდებულებდა, იგი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე არ მივიდა.

ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატთა მოთხოვნით უნდა მისულიყო. ფრაქციის წევრთა ცნობით, ვანო მაჭავარიანს კომიტეტზე რამდენიმე საკითხზე უნდა ესაუბრა, მათ შორის იყო ტელევიზიების დავალიანების საკითხი, და ასევე, ე.წ. ყალბი დღგ-ების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტმა 100 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.

ტელეკომპანია პირველის გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას შეფასებით, “საქართველოს ჰყავს მშიშარა ფინანსთა მინისტრი”. მისი აზრით, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში მისვლაზე უარი იმიტომ თქვა,   რომ იცოდა – მისთვის არაკომფორტულ გარემოში მიდიოდა.

“აქ იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც აპირებდნენ მისთვის არამხოლოდ ტელევიზიების 55-მილიონიან დავალიანებაზე  შეკითხვების დასმას და არგუმენტების მოსმენას, არამედ ჰაერში აორთქლებული მილიონების თაობაზეც. საუბარი არის დღგ-ების სკანდალზე…

…მეც ვაპირებდი, მისთვის დამესვა კითხვები – ხუთი წლის გრაფიკი რომ გაუკეთა იმ ტელევიზიებს, რომლებიც დითირამბებს უმღერიან ხელისუფლებას, ეს რამდენად ნორმალურია, ჩვენ თუ ინკასოს დაფასაფარად კრედიტის აღება მოგვიხდა, რატომ არ უნდა დააფარინონ სხვას, მაგრამ ჰოი, აორთქლდა ფინანსთა მინისტრი, არ არის” – თქვა გრიგოლიამ.

სიახლეები

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია კუჭუაშვილს მოსამართლე მიხეილ...