მთავარისიახლეებიმსოფლიობაჰრეინში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბაჰრეინში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

ბაჰრეინში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირება ირანიდან ჩამოსულ ბაჰრეინის მოქალაქეს გამოუვლინდა. ასევე, ყველა ის პირი, ვინც კორონავირუსით დაინფიცირებულს ეკონტაქტებოდა, სამედიცინო ცენტრში, კარანტინშია მოთავსებული. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 77 403-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...