მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდასხმა სალომე სამადაშვილზე -"მთავარმა არხმა " იმ პირის კადრები გაავრცელა, რომელმაც ოპოზიციონერ...

თავდასხმა სალომე სამადაშვილზე -“მთავარმა არხმა ” იმ პირის კადრები გაავრცელა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

„საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნალისტი იწერდა ინტერვიუს. ლუიც ( საუბარია სალომე ზურაბიშვილის ძაღლზე) საღამოს გასეირნებისთვის ემზადებოდა. მაგრამ ვაკის პოლიციაში ამოყო თავი, ჩემთან ერთად.

როდესაც უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დაგვესხა, იგნორირება ვცადეთ, არ გაჩერდა. ბოლოს კამერით გაეიკიდნენ, გაიქცა.

მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, დღემდე. ცენტრალური ქუჩა არაა, შემთხვევით არავინ სეირნობს აქ. მადლობა საპატრულო პოლიციის ვაკის განყოფილებას ოპერატიული რეაგირებისთვის. თუმცა, დიდი იმედი, ცხადია, არ მაქვს, რომ ისეთივე მყისიერ სვლას მისცემს ამ საქმის გამოძიებას სამართალდამცავი სისტემა, როგორც ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ ვერბალურ თავდასხმას.

სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მმართველი პოლიტიკური ძალა, თავად არის პოლიტიკური შევიწროების და ძალადობის ორგანიზატორი. ეს არის უბედურება, თორემ პოლიტიკოსები ყველგან ხდებიან თავდასხმის ობიექტი. დასრულდება ეს ყველაფერი, საკუთარ სახლთან და ჩვენს ქუჩებში, ყველა თანაბრად დაცულად იგრძნობს თავს.

P.S. მშვიდობით დამთავრდა, ლუიც პოლიტიკურად გამოიბრძმედა, თუმცა კი, დაიქანცა“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“.

“მთავარმა არხმა ” იმ პირის კადრები გაავრცელა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მამაკაცი სამადაშვილს მაშინ დაესხა თავს, როცა პოლიტიკოსი ინტერვიუს აძლევდა

.

სიახლეები

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია კუჭუაშვილს მოსამართლე მიხეილ...

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო - ინფორმაციას ABC...