მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართუ“ ფონდის ბლეფი: საარჩევნო პერიოდმა გაიარა და ადამიანებისგან იმ ვალების გასტუმრებას...

„ქართუ“ ფონდის ბლეფი: საარჩევნო პერიოდმა გაიარა და ადამიანებისგან იმ ვალების გასტუმრებას ითხოვენ, რომელიც ქართუ ფონდმა vali.ge -ს საიტით ,,გაანულა”

Published on

ამ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ამომღები კომპანიები უკავშირდებიან ადამიანებს იმ ვალების ამოღებაზე რომელიც წესით ქართუ ფონდმა გაანულა vali.ge -ს საიტით” – წერს ადვოკატი მარიკა არევაძე, რომელიც წარმოადგენს საადვოკატო ჯგუფს, რომელიც მსესხებელთა ინტერესებს იცავს – ერთი შემთხვევა უკვე სასამართლოშია, ანუ ქართუ ფონდის მიერ განულებულ სესხზე სარჩელი სასამართლოშია გამსესხებლის მიერ შეტანილი; ორი შემთხვევა ჯერ სატელეფონო კონტაქტის დონეზეა

ადვოკატი ამბობს, რომ მას მოქალაქეები მიმართავენ და სთხოვენ დახმარებას „განულებულ“ სესხებთან დაკავშირებით, რომელიც განულებული არ აღმოჩნდა. ფონდი „ქართუ“, რომელიც 2018 წლის დეკემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში, ჭარბვალიანობასთან ბრძოლის მიზნით მოქალაქეებს ვადაგადაცილებული სესხების გაუქმებას ჰპირდებოდა, ამბობს, რომ ყველა პირობა შეასრულა და ყველა ის ვალი, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებმა შესასყიდად გადასცეს, განულებულია.

ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ის ამ პროცესში ჩართული არ იყო და ამ პროცესს ორი მხარე ჰყავდა: ფინანსური ორგანიზაციები და ფონდი „ქართუ“.

ამრიგად ისმის კითხვა: რამდენად შესრულდა პირობა ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის შესახებ და რა რისკებს შეიცავდა ეს პროგრამა.

„ აქ რაღაცაშია საქმე: ან „ქართუ“ ფონდი ბლეფაობს (უკიდურესად დაბალ ფასად გამოისყიდა სესხები, ხალხს უთხრა, რომ გაგინულეო და, სინამდვილეში, არც არაფერი მომხდარა), ან გამსესხებლებმა, მიუხედავად პორტფელის გაყიდვისა, ხელახლა დაიწყეს განულებული სესხების ამოღება.

აი ასე : საარჩევნო პერიოდმა გაიარა და განულებული სესხები გაცოცხლდა

ამასობაში vali.ge-ს საიტი აღარ არსებობს მისი შექმნისას უკვე ცნობილი იყო, რომ ის ხანმოკლედ იმუშავებდა და 2019 წლის დასაწყისისთვის არსებობას შეწყვეტდა. დომენის მფლობელი კვლავ „ქართუ“ ფონდია, საიტზე არსებული მონაცემები კი მომხმარებლებისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისთვისაც ვალის დაფარვის ერთადერთი დასტური ამ საიტზე არსებული მონაცემები იყო, ხელმისაწვდომი აღარ არის და განულების ცნობაც კაციშვილს არ აქვს!!!! “ – დაწერა ადვოკატმა მარიკა არევაძემ 20 თებერვალს ფეისბუკის პირად გვერდზე.

სიახლეები

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...

SJC- 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაამუშავა...

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...