მთავარისიახლეებიპოლიტიკა„დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ - საპროტესტო აქცია სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციური...

„დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ – საპროტესტო აქცია სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით

Published on

„ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა“, – ასე უწოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას, პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებმა.

22 თებერვალს აქცია გაიმართა სამოქალაქო მოძრაობის, „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“, ორგანიზებით. მას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარებისა და ქვეყნის დეცენტრალიზაციის პერსპექტივას.

„პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა და შენობის გაყიდვა ნიშნავს, რომ ქალაქი მთლიანად კარგავს შინაარსს“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრმა მიხეილ მუმლაძემ. „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლის ზეინაბ ხაჩიძის განცხადებით კი, შენობა საპარლამენტო მუშაობისთვისაა შექმნილი და მასში სხვა უწყების განთავსება მიუღებელია.

ქუთაისში, პარლამენტის შენობის შენარჩუნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მისულმა “თავისუფალი საქართველოს” წევრმა, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის გაყიდვა ქალაქისთვის ბოლო იმედის წართმევაა.

“ისედაც მომაკვდავ, დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, ხარ უზნეო და ფეხებზე გკიდია საერთოდ რეგიონები, ქალაქები და ა.შ”, – განაცხადა წულაიამ.

ქუთაისში, პარლამენტის შენობა 2019 წლის იანვრიდან დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა.

ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის გაყიდვის შესახებ   ჟურნალისტებთან განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პროცესი უკვე დაიწყო.

სიახლეები

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია კუჭუაშვილს მოსამართლე მიხეილ...

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო - ინფორმაციას ABC...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა. "ორი დღის წინ დამირეკა...