მთავარისიახლეებიმსოფლიო"ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა ევროპაშია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ვიყავით"...

“ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა ევროპაშია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ვიყავით” – ზელენსკიმ უკრაინაში ჩინეთიდან ევაკუირებულ პირებზე თავდასხმა გააკრიტიკა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 თებერვალს უკრაინაში ჩინეთიდან ევაკუირებულ პირებზე თავდასხმა გააკრიტიკა

„სიმართლე გითხრათ, ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ევროპა ვართ, რომ უკრაინა ევროპაა. გუშინ, სიმართლე გითხრათ, ზოგიერთ მომენტში შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჩვენ შუა საუკუნეების ეპოქის ევროპა ვართ. არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს უკრაინის პოლტავას რეგიონში, ნოვიე-სანჟარის გამაჯანსაღებელ ცენტრში ჩინეთიდან, ვუხანის პროვინციიდან ევაკუირებული 45 უკრაინელი და 27 უცხოელი ჩაიყვანეს, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევაკუირებულებს განათავსებდნენ სამედიცინო ცენტრებში, სადაც 14 დღის განმავლობაში დატოვებდნენ კარანტინში. გავრცელებული ცნობით, მათ კორონავირუსის სიმპტომები არა აქვთ. არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით გავრცელდა ყალბი ელექტრონული წერილი, რომელშიც თითქოს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ევაკუირებულთაგან რამდენიმე ახალი კორონავირუსით არის დაავადებული.

მათი ჩასვლა გააპროტესტა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა. ქალაქ ნოვიე სანჟარიში ათობით ადამიანი ავტობუსებს, რომლებსაც ჩინეთიდან ჩამოსული პირები გადაჰყავდა, თავს დაესხა და ავტობუსებს ქვები დაუშინეს. გზის გასაწმენდად პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი. დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 20 მომიტინგე დააკავეს, მათი უმეტესობა უკვე გაათავისუფლეს. შემთხვევის შედეგად 9 პოლიციელი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ცხრა სამართალდამცველი და აქციის ერთი მონაწილე დაშავდნენ.

დღევანდელი ინფორმაციით ახალი კორონავირუსით დაავადების 77 662 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან 76 291 კონტინენტურ ჩინეთში. ვირუსს 2 360 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 11 ჩინეთის საზღვრებს გარეთ. 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ 26 ქვეყანაში დადასტურდა ვირუსით დაავადება. 

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...