მთავარისიახლეებივანო მერაბიშვილი "ორი გვამის" შესახებ განმარტებას აკეთებს

ვანო მერაბიშვილი “ორი გვამის” შესახებ განმარტებას აკეთებს

Published on

2009 წელს, თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე სამხედრო ჩინოვნიკმა და მათ მხარეს მყოფმა რამდენიმე ათეულმა რიგითმა მოაწყვეს შეიარაღებული აჯანყება და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით მაშინდელი ამბოხება დაკავშირებული იყო რუსულ სპეცსამსახურებთან. სპეცოპერაციის დროს ამბოხებულთაგან ერთი პირი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა, რომელთაც შემდგომ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

2014 წელს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან გამოქვეყნებულ იქნა აღნიშნული დღის ამსახველი კადრები, სადაც რამდენიმე წამიან მონაკვეთში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ითხოვს “ორ გვამს”, რაზეც მან ამავე წელს სასამართლო დარბაზში და დღესაც, ტელეკომპანია “მთავარის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე მათ ჰქონდათ ინფორმაცია ორი რუსი სამხედრო პირის თაობაზე, რომლებიც ამბოხებულების მიერ იქნენ ლიკვიდირებულნი რუსული კვალის დასაფარად და სწორედ ამას გულისხმობდა, როცა გვამებს ითხოვდა

„ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც იყო „მუხროვანის ამბოხება“ და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, მათ მოიცილეს მტკიცებულებები გაქცევის წინ. ამას ჩაკეტილ კაბინეტში ხომ არ ვსაუბრობ? ღიად ვამბობ, იქ მონაწილეებიც ხომ არიან სხვადასხვა წარმომადგენლები და მათ დავუტოვეთ, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულება და სწორედ ეს არის ამოღებული კონტექსტიდან. ხელისფულება კი, ადგა და გამოიყენა ეს. მე ვიყავი საკანში და არ მქონდა პასუხის გაცემის საშუალება. ხელისუფლება კი იმეორებდა და იმეორებდა ამას“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...