ვახტანგ გომელაური: ჩემსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა

0
432

„ ჩემსა და გიორგი გახარიას შორის   რა თქმა უნდა, არანაირი დაპირისპირება არაა . ვართ უახლოესი მეგობრები, არა მარტო ახლა, წლებია ვმეგობრობთ. ერთი და იგივე ადამიანი ხომ არ ვართ? მას თავისი აზრი აქვს და გამოხატა. რაც თქვა ამ ადამიანმა, მეც ვეთანხმები. – ასე განმარტავს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური   თავის განცხადებას პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებაზე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით. მე არ მითქვამს, რომ კიტა იზორიას მოქმედება მოსაწონი იყო – ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს, შეატრიალეს, შემოატრიალეს სამწუხაროდ, თორემ მე არ მითქვამს, რომ რა კარგია და რა კარგად მოიქცა ეს ადამიანი“.

შს მინისტრი აცხადებს, რომ მასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება მას შეფასებაში, რომ რაც კადრებში ნახა, ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება. „იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა“, – აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

წინა სტატია“ლელო” ზუგდიდში, ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის [Video]
შემდეგი სტატიახელისუფლება ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას უახლოეს ხანებში გეგმავს. ,,ეს დანაშაულია” – აცხადებს ოპოზიცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური