მოქალაქეებსა და მრავალსართულიანი ბინის მშენებელ კომპანიასთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

0
479

მოქალაქეებს, რომლებიც ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე ათ სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შემთხვევაში მათი ცხოვრება იქ აუტანელი იქნება.

„ეზოც გარაჟებით არის სავსე, ბავშვებს სათამაშო სივრცე არ უნდათ? ნუ არღვევთ სტანდარტებს, გუშინ ვესაუბრე გენგეგმის საპროექტო ჯგუფს ამ პრობლემაზე, მათაც თქვეს, რომ ცენტრში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა არ შეიძლება“, – განაცხადა მოქალაქე გიორგი შენგელიმ, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მშენებლობას ეწინააღმდეგება.

შეხვედრას მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ლოგუაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მერიამ მშენებლობის ნებრთვა ყველა კანონის დაცვით გასცა და მისი თქმით, კანონიერებია ეს თუ არა, ამაზე მსჯელობა ამ დარბაზში მიზანშეუწონელია. “აქ ყველაფერი კომისიურად, დოკუმენტაციით არის გაცემული და მას აქვს თავისი ვადები და თუ რამე არაკანონიერია, ამის გაპროტესტება შეიძლება და ბათილად ცნობა“- განაცხადა მამუკა ლოგუამ.

მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ მშენებლობას, ინვესტორმა დიალოგისკენ მოუწოდა.„ძირითადად, რაც სხდომაზე მოვისმინეთ ეს არის, რომ მოსახლეობას პრობლემა ექნება ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, სამშენებლო მასალების შეტანა -გატანა, ხმაური, უსაფრთხოების წესების დაცვა და ა.შ. რაზეც ვალდებულება გვაქვს, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხების ზომებიდან გამომდინარე დავიცვათ. მინდა რომ თითოეულის აზრი მოვისმინო და გავაანალიზო, შემდეგ გავივლით იურისტებთან რისი დათმობაა შესაძლებელი“, – განაცხადა შპს ზუგდიდის პალასის დირექტორმა მიხეილ გორგილაძემ.

ორგანიზაცია „ლელოს“ წარმომადგენლის, თენგიზ ქოჩუას თქმით, ის ერთ-ერთი დეპუტატი იყო, ვინც 2015 წელს, მიწის გასხვისების გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

„რეალური საბაზრო ფასები რომ ავიღოთ, ეს ადგილი თითქმის 3 მილიონ ლარამდე შეფასდება. ის კი 363 ათას ლარად იყიდა კომპანიამ აუქციონზე, გავიდა 2 წელი და პირობები ვერ შეასრულა, სოსო ფხაკაძემ ჩამოვიდა ზუგდიდში და საკრებულომ ვადა გაუგრძელა, პირობებიც კი შეიცვალეს, რაც კანონდარრვევა იყო. კომპანია, შპს ზუგდიდი პალასი, რომელმაც ახა კორპუსს აშენებს, „ველაჯიოს“ შვილობილი კომპანიაა, ის დარეგისტრირებულია პანამაში. მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ როცა ფხაკაძემ იყიდა პირველად ეს მიწა, წინასწარ იყო მოლაპარაკებული, რომ ასე განვითარებულიყო მოვლენები. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი,რომ ეს იყო ან გულგრილობა ან კორუფციული გარიგება, ადგილობრივი ხელისუფლების თუ ცენტრალურის, ეს უკვე მოსაკვლევია“, – განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შხვედრა 4 თებერვალსაც გაიმართა, თუმცა,მაშინ შეხვედრას ინვესტორები არ ესწრებოდნენ.

ყოფილი სახანძრო შენობის ტერიტორია ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია „ვენჯორჯიამ“ აუქციონის წესით 363 ათას ლარად იყიდა. კომპანიას ქონდა ვალდებულება რომ მილიონ ნახევარი აშშ დოლარი დაებანდებინა, რაც საერთაშორისო ბრენდის შემოყვანით და 70 ადამიანის დასაქმებას გულისხმობდა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო  საკრებულომ შარშან კომპანიას ორი წლის ვადაში ბიუჯეტის სასაგებლოდ 200 ათას ლარის გადახდა დააკისრა. ვადაგადაცილების შემთხვევაში კი 300 ათას დოლარის ოდენობის ჯარიმის. კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე უნდა გახსნას „დანკინ დონატსი“. ასევე აამუშავოს „სმარტის“ სავაჭრო ცენტრი.

ზუგდიდის საკრებულომ კომპანიას დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა 2017 წელსაც აპატია, მაშინ  „ვენჯორჯია“ ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა და ვალდებულების შესასრულებლად 2 წლის ვადა მიეცა.  მაშინ  „ვისოლ ჯგუფის“ მფლობელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ორ წელიწადში ზუგდიდში შემოვა საერთაშორისო ბრენდი, „დანკინ დონატსი“ ან „ვენდისი“.

წინა სტატიაფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” აუდიტის დასკვნის საფუძველზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა [Video]
შემდეგი სტატია“ლელო” ზუგდიდში, ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური