მთავარისიახლეებიპოლიტიკამე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ...

მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები – მიხეილ სააკაშვილი

Published on

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები, თუმცა, შეუცდომელი არავინ არსებობს.

საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში – ახლა ამბობენ, რომ ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც, უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი 7 წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ, რომ სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან და ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხით თავის პოზიციაში. ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ რომ გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მერაბიშვილმა დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენ ხანს ავიწროებდნენ მას.

ერთი რამ, რაც უნდა ითქვას, ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების. ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად უსვამენ კითხვებს – ვაიმე, იმ პარტიაში, ამ პარტიაში? რა მნიშვნელობა აქვს, ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად, სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის, არც ვიღაცაზე შურისძიების დროა და არც უნდა იყოს საქართველოში იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ გნომს, ამ ქონდრის კაცს – ივანიშვილს. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე.

ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოს დამაქცევარი ივანიშვილი, ბოროტი წულუკიანი, პათოლოგიური მექრთამე კალაძე, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი და ყველა სხვა აორთქლდებიან, როგორ შარშანდელი თოვლი და საქართველოში ისევ გათენდება, საქართველო აუცილებლად წავა წინ, ყველაფერი კარგად იქნება“- განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...