“ლელო” ზუგდიდში, ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის [Video]

0
505

პოლიტიკურმა მოძრაობამ “ლელო” მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელი. ამის შესახებ “ლელოს” პარტიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა თენგიზ ქოჩუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მომავალ თაობას უნდა დავუტოვოთ მათი სახელები და არა ისე მოვექცეთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, როცა გავრილოვები შემოყავთ საქართველოში და გავრილოვებს ეპატიჟებიან და ოკუპაციის მებრძოლების სახელებს კი ივიწყებენ. ჩვენს ინიციატივაზე კომისიამ უნდა იმსჯელოს და იმ კომისიის მუშაობაში ჩავერთვებით” – განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

წინა სტატიამოქალაქეებსა და მრავალსართულიანი ბინის მშენებელ კომპანიასთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ჩემსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური