მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრეგორი კარასინი: ქართული საზოგადოების მღელვარების გამო, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი თბილისში ...

გრეგორი კარასინი: ქართული საზოგადოების მღელვარების გამო, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალზე არ ჩამოვა

Published on

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრეგორი კარასინი ამბობს, რომ ქართული საზოგადოების მღელვარების გამო, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი არ ჩამოვა თბილისში 14-15 მაისს, ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.- ამის შესახებ მან ტვ იმედთან საუბარში განაცხადა.


მისივე თქმით, თავად ის აპირებს მინისტერიალში მონაწილეობას, ხოლო რუსეთის დელეგაციის წევრთა დონე სხვაგვარად განისაზღვრება და შესაძლოა, დელეგაციას ლავროვის მოადგილე რუდენკომ უხელმძღვანელოს.

“ამ საკითხზე თავიდანვე ნაფიქრია. დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება. მე სერგეი ლავროვის ნაცვლად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა დონე მინისტერიალზე სხვა იქნება. ამის მიზეზია პირველ რიგში ის, რომ ასეთი აღელვებულია თქვენი საზოგადოება და არის რაღაც, რაც დასაფიქრებელია. თქვენი ოპოზიციაც ღელავს და სხვათა შორის, ხელს უშლის სხვა პრაქტიკული საკითხების გადაჭრასაც, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გვინდა. ეს უკვე ფილოსოფიაა. მე სენატორი ვარ და ნებისმიერი რამ შემიძლია ვიფიქრო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მინისტერიალში მონაწილეობას მივიღებთ და მონაწილეთა დონე განისაზღვრება მოგვიანებით“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა

შეგახსენებთ, 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო “გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას” და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


ოკუპირებული ტერიტორების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით.

სიახლეები

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...

SJC- 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაამუშავა...

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...