,,გაგახარებთ და გეტყვით… რომ ცოტნეს მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება” – წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში

0
599

ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში მეუღლის ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა უმჯობესდება.

,,ცოტნეს გულშემატკივართა გულწრფელი ინტერესის გამო, მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერ-ჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია მოხსნილია. მართალია, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის განწყობილი. ორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ, რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზე… ასე, რომ იმედით შევყურებთ მომავლს – წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.

წინა სტატიასაერთაშორისო საზოგადოება გმობს საქართველოს ხელისუფლების თავდასხმებს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე
შემდეგი სტატიასამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური