მთავარისიახლეებიპოლიტიკასტრასბურგის გადაწყვეტილებით, ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე - გიორგი ვაშაძე მერაბიშვილზე

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე – გიორგი ვაშაძე მერაბიშვილზე

Published on

“ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა და ყველა ადამიანს, ვინც ამ ეროვნულ თანხმობაში და ქვეყნის განვითარებაში შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა, ყველას უნდა მიეცეს ეს შესაძლებლობა. რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ გზას, მე ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილება აქვს მას. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მისი დაკავების დღიდან მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. თუ ის ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ. ყველას ვხვდები და საერთოდ, ვფიქრობ ძალა ერთობაშია და უნდა გადავდოთ პირადი პრობლემები და პირადი საკითხები და ყველა ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ. ყველას აქვს საკუთარი სიმართლე, საკუთარი ხედვა და საკუთარი გზა.

ვანო მერაბიშვილს კონკრეტული საქმეებიც ბევრი აქვს ქვეყანაში გაკეთებული. საპატრულო პოლიციით დაწყებული და სხვა მიმართულებებით გაგრძელებული, აქედან გამომდინარე შევხედავთ, დრო გვიჩვენებს აბსოლუტურად ყველაფერს. რაც მთავარია, ჩვენ “ახალი საქართველოს” გუნდი ერთადერთ რამეზე ვფიქრობთ, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი, ვინც ამ შენებაში მონაწილეობას მიიღებს, მზად ვართ ყველას ვესაუბროთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...