მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო კამპანიის – „ეს ქვეყანა შენია-“ს ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოცხადდა

სამოქალაქო კამპანიის – „ეს ქვეყანა შენია-“ს ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოცხადდა [Video]

Published on

კამპანია „ეს ქვეყანა შენიას “ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პედაგოგებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კონკურსის შესახებ. კამპანია 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები,
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა
  • სამოქალაქო აქტივიზმი

კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდება :

სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია.

კამპანია დაეხმარება საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის  საზოგადოებისკენ, სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე.

საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა განხორციელდეს კონკურსის გამოცხადებიდან 31 მარტამდე.საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს რეგიონის კომპეტენტური ჟიური. ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე საუკეთესო მონაწილეებს ექნებატ შესაძლებლობა  გაემგზავრონ ფინალურ შეკრებაზე, სადაც თავ მოიყრის ქვეყნის მასშტაბიტ ყველა რეგიონის გამარჯვებული და სადაც ჩატარდება კონკურსის სუპერ-ფინალი

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...