“აუცილებელია ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი სჭირდებათ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება. ყველა ვინც ამ ციხეში ზის არის პოლიტპატიმარი.
მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.