მთავარისიახლეებისაზოგადოებამერაბიშვილის განცხადებები ცდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს - ნინო ლომჯარია

მერაბიშვილის განცხადებები ცდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს – ნინო ლომჯარია

Published on

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ყოფილი პატიმრის, ვანო მერაბიშვილის განცხადება ცდება ომბუდსმენის კომპეტენციის ფარგლებს და მისი შეფასებისგან თავი შეიკავა

“ვანო მერაბიშვილის განცხადება ცდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს, შესაბამისად ვერ გავაკეთებ შეფასებას, რადგან ვთვლი რომ მისი ეს განცხადება არ იყო ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული განცხადება. პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ.”- განაცხადა ლომჯარიამ. კითხვაზე, არის თუ არა მერაბიშვილი პოლიტპატიმარი, სახალხო დამცველმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა სტრასბურგში გააგზავნა წერილი, სადაც ციხიდან გაყვანის ეპიზოდზეა საუბარი.

“არა მარტო სახალხო დამცველის პოზიციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყბეილებით მის პატიმრობასთან დაკავშირებით პრობლემატური იყო მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდი, რომელთა დაკავშირებითაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს საქმის ეექტურ გამოძიებას, თუმცა დღმდე არ არის ეს საქმე გამოძიებული, არ არიან ცნობილი ის პირები, ვინც მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა.”- ეს კომენტარი ნინო ლომჯარიამ ზუგდიდის სოფელ შამგონაში გააკეთა

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...