მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანხორციელდება თუ არა ეს ჩანაფიქრი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს - მეუფე გერასიმე...

განხორციელდება თუ არა ეს ჩანაფიქრი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს – მეუფე გერასიმე ღვთისმშობლის მოზაიკაზე

Published on

დღეს ზუგდიდსი, მ/ა სასახლეში ქალაქის შესასვლელში, ცენტრალურ მოედანზე, ღვთისმშობლის, მოზაიკური პანოს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა, მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ გახსნა. მან წარმოადგინა რამდენიმე ესკიზი. განხილვაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ღომელთა ნაწილმა საკუთარი მოსაზრებები წარმოთქვა. საზოგადოება “ზუგდიდელის” წევრის ვაჟა ფიფიას აზრით, კარგი იქნება თუ მოედანს სახელს გადაარქმევენ და ღვთისმშობლის სახელს მიანიჭებენ.

შეკრებილებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მიმართა. მეუფე გერასიმეს განმარტებით, აქ მოზაიკის დადგმის ინიციატივა იქედან წამოვიდა, რომ ჯვარი იდგა და სწორედ ამ ადგილზე სიმბოლური იქნებოდა ისევ ქრისტიანული სიმბოლიკის აღმართვა.

მეუფე გერასიმეს თქმით, ინიციატივა მოწონებულია საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოშიც. ის ასევე ამ ადგილის ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, დაიდგმება თუ არა მოზაიკა ქალაქის მთავარ მოედანზე, გერასიმეს თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტს.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...