,,რასაც საქართველოში ვხედავთ, ძალიან გვანერვიულებს. ახლა ეს შფოთვა კულმინაციას უახლოვდება: საით მიდის საქართველო?” – ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

0
427

ბოლო წლის განმავლობაში ვამჩნევ, რომ მატულობს შეკითხვები იმაზე, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ეს პატარა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო. ახლა ეს შფოთვა კულმინაციას უახლოვდება მთელ პოლიტიკურ სპექტრში. ”- განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა მერიკის ხმის ეთერში .


რასაც საქართველოში ვხედავთ, ძალიან გვანერვიულებს. ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, მოწმე ვიყოთ იმავე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ – ანუ ის, რომ ძალაუფლებაში დარჩენის სურვილი ხდება ყველაფრის გადამძალავი საჭიროება მოქმედი მთავრობისთვის, იმის ნაცვლად, რომ მათ რიგითი ამომრჩევლების საჭიროებები დააკმაყოფილონ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ ამომრჩეველს ადარდებს ეკონომიკური, შემოსავალთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური კლასი ჩართულია ძალიან ინტენსიურ ბრძოლაში. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩანს, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებს იმისთვის, რომ თავად დაწინაურდეს

ცხადია, რომ მთავრობა ერთგვარი ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა პროპორციული არჩევნების დაწესება 2020 წლის არჩევნებისთვის. საზოგადოებაში ამან საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიცია კი ამის გამო მათ წნეხის ქვეშ აქცევს.

რა თქმა უნდა, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს. საკითხი არა გამოძიება, არამედ შერჩევითი სამართალია. ვისი საქმის გამოძიება ხდება, რა გარემოებებში, რა არის კონტექსტი და რამდენად სუფთა და გამჭვირვალეა პროცესი. ის, რასაც ვხედავ, ისაა, რომ გაჩნდა შეშფოთებები გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით.

უგულავას დაპატიმრებით ის დიალოგი შეჩერდა, რომელითაც მხარეები საერთო გამოსავლის მონახვას ცდილობდნენ. საინტერსოა, რომ მთავრობისთვის ამან საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო და მის წინააღმდეგ მანამდე ფრაგმენტირებული ოპოზიცია გააერთიანა. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკურად არ იყო გონივრული, არამედ ის საკმაოდ უკუპროდუქტიულიც გამოდგა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ოპოზიციის გაჩუმება სურს

საქართველოს მხრიდან უგუნური ნაბიჯი იქნება ამ ყველაფრის უგულებელყოფა. საქართველოს [ვაშინგტონიდან] ორპარტიული მხარდაჭერა ისტორიულად მოჰყვება, მაგრამ კეთილი ნება, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, არ უნდა იქნეს მიღებული, როგორც ისეთი რამ, რაც გეკუთვნის. ცოტა ხნის წინ,  სენატორებმა რიშმა და შაჰინმა ამ კეთილ ნებაზე ისაუბრეს და საქართველოს მხარდაჭერის სურვილი გამოხატეს, მაგრამ ამის სანაცვლოდ, საქართველოს მოეთხოვება, დემოკრატიული ქვეყანა იყოს

წინა სტატიამთავრობა ქირაობს ლობისტებს, რომ გაისუფთაოს საკუთარი იმიჯი, მაგრამ კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება საქართველოს სინამდვილეში
შემდეგი სტატია,,ხალხი უყურებდა, როგორ დაფრინავდა დიდი ჩიტი ცაში, თან დრაკონივით ცეცხლს აფრქვევდა“ – რადიო თავისუფლება ბესარიონ ქებურიას შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური